პოლიციამ სადგურის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია