ალეკო ელისაშვილის საქმეზე მოწმე - უცხო პიროვნება მოვიდა, მთხოვა ჯოხი, მეც მივეცი, აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ, ვისთანაც ძიძგილაობდა - ჯოხი მოუქნია, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო, რადგან გააშველეს

უცხო პიროვნება [ალი ბაბაევი] მოვიდა, მთხოვა ჯოხი, მეც მივეცი. აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ [ალეკო ელისაშვილისკენ], ვისთანაც ძიძგილაობდა. ჯოხი მოუქნია, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო, რადგან გააშველეს, - ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე მოწმე არკად ოგანესიანმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, შემთხვევის ადგილზე, აფთიაქის შუშების გასაწმენდად იყო მისული, რა დროსაც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევსა და ალეკო ელისაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. მოწმის თქმით, მას კონფლიქტის დასაწყისი არ უნახავს და არ გაუგონია, ვინაიდან ყურსასმენები ეკეთა.

„შუშების გაწმენდას ვაპირებდი. ყურსასმენები მეკეთა, დავინახე, ორი პიროვნება ერთმანეთში კამათობდა, ძიძგილაობდა.

უცხო პიროვნება მოვიდა, მთხოვა ჯოხი, მეც მივეცი. აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ, ვისთანაც ძიძგილაობდა. ჯოხი მოუქნია, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო, რადგან გააშველეს. ჯოხი უკან დამიბრუნა ჩემთვის უცხო პიროვნებამ.

ჩემთან რომელიც მოვიდა, ჭაღარა, ხნიერი კაცი იყო, დაახლოებით, 60 წლის კაცი, ლურჯი ქურთუკი ეცვა[ალი ბაბაევი], მეორე პიროვნება [ალეკო ელისაშვილი] მაღალი იყო და მასაც ლურჯი „დუტი“ ეცვა. ტელევიზორში მყავს ნანახი, სახელი გვარი არ ვიცი.

8- მეტრიანი ჯოხია, წონა არ ვიცი“, - განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა