დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთი გამარჯვების დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში ცეცხლს წყვეტს, თუმცა შესაბამისად უპასუხებს, თუ უკრაინა რუსეთის პოზიციებზე ან ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე ან ობიექტებზე დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინვე ადეკვატური პასუხი იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნის შესახებ კიევისგან არანაირი განცხადება არ მოუსმენია.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კიევისგან, რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რეჟიმის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ სადღესასწაულო ზავში შემოერთების მზაობაზე მიუთითებდა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს