თინა ბოკუჩავა - „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის - ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან

„MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის - ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „MEGOBARI აქტის“ მიღებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, „MEGOBARI აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, უდიდესი უმრავლესობით „MEGOBARI აქტი“ მიიღო, რაც ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევაა. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძვის.

მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ - 168 კონგრესმენი „რესპუბლიკელია“, ხოლო 181 „დემოკრატი“. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ეს გახდება საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი.

იცით, რომ „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„მეგობარი აქტის“ მიღება, ასევე ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან - 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით, უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ, ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი - ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი დგას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მომავალ კვირას “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ში გაემგზავრებიან, რათა სენატში განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშაონ, რადგან „MEGOBARI აქტმა“ სენატშიც ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ჩვენი მოლოდინი ქვედა პალატაზე გამართლდა და გვჯეროდა, რომ „MEGOBARI აქტი“ მოიპოვებდა უდიდეს მხარდაჭერას.

ივანიშვილი ევროპულ მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ცივი ომი მიიღო როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. ივანიშვილი მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ძალადობრივი ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და განსაკუთრებული რეპრესიებით დაუპირისპირდა ახალგაზრდობას. დროა, რომ ივანიშვილმა გააცნობიეროს და „MEGOBARI აქტი“ სწორედ გაფრთხილებაა, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის და ერთადერთი გადარჩენა, მათ შორის, მისთვის ძალაუფლების დათმობაა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

გუშინ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ხალხს ატყუებს და რომ ვერანაირი „რესტარტი“ და გადატვირთვა აშშ-თან ვერ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწევთ ერთიანი ძალებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია