პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 160-ე დღე მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე თითქმის 5 თვეა იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

პარლამენტთან შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში შეუერთდება.

პროტესტის მონაწილეების უცვლელი მოთხოვნებია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა