შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.

საქმე სასამართლოში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შევიდა.

სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები