ირაკლი კობახიძე - „MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია, ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითია“ - ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის გრძელდება და ამ მომენტში „დიფ სთეითმა“ ტრამპის ადმინისტრაციას სძლია

„MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია - როგორ შეიძლება მეგობარი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამსჭვალულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის გრძელდება.

„რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, „MEGOBARI აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტია. აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამსჭვალულია. ეს არის მტრული აქტი.

ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის გრძელდება. როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა” ტრამპის ადმინისტრაციას სძლია. ეს ვიხილეთ ჩვენ ორი დღის წინ.

ჩვენ ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს” დაამარცხებს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის დალაგდება.

ისინი „დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფთ სთეითის” გავლენის ქვეშ [არიან]. მაგალითად: ჯო უილსონი. ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითია”. ის ტრამპის გავლენის ქვეშ არ არის.

ამ შემთხვევაში ტრამპზე „დიფ სთეითმა” გაიმარჯვა. მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითს” აჯობებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს