მარგუს ცაჰკნა უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმაზე - ეს არის პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე - ვერ ვხედავ გონივრულ ახსნას, რატომ უნდა დადგეს ვინმე მის გვერდით „წითელ მოედანზე“

უკრაინა 30-დღიან ან მეტხნიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, ეს პუტინის პასუხია, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსული ძალების მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.

„კიდევ ერთხელ, ვერ ვხედავ რაიმე გონივრულ ახსნას, თუ რატომ უნდა დადგეს ვინმე მის გვერდით „წითელ მოედანზე“ ნაცისტების დამარცხების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად. ისინი არ არიან განმათავისუფლებლები; ისინი ომის დამნაშავეები არიან“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსებმა უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტითა და 142 დრონით შეუტიეს. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს