საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმში ქართველ ადვოკატებთან ერთად ბრიტანელი ბარისტერები და სოლისიტორები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, რიჩარდ ატკინსონმა და სოლისიტორმა ადვოკატმა, რუსლან უღრელიძემ.

ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბიზნეს სამართალი, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები, სამართლის უზენაესობა და სხვ. ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

ფორუმის მიზანია მომავალში შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა