ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში რუსთავის საჯარო სკოლებში ტრენინგები ჩატარდა

„სემეკის“ მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ქ. რუსთავის 22-ე და მე-15 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრენინგების თემატიკა წყლის რესურსის რაციონალურად გამოყენებას, გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას შეეხებოდა, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ტრენინგები პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტებმა, რევაზ გერაძემ, თამარ ბაზღაძემ და ირაკლი გორდულაძემ ჩაატარეს.

„ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილე სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე მახვილდება, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

პროექტში ჩართულია ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის