ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.

მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“.

ამასთან, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს დაატოვებინა. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალება ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეების მხრიდან ხმაური მოჰყვა, ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ირაკლი დგებუაძე სხდომაზე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო