უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებულ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს.

დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს