სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს. ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე ახლა 50 000 ადამიანი იმყოფება. მოედანზე შეკრებილები ტაშს უკრავენ და აღნიშნავენ კვამლის ამოსვლას. პაპის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან გახდება ცნობილი.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ახალი პაპი წინამორბედზე უფრო სწრაფად აირჩიეს. როგორც კარდინალმა ჯუზეპე ვერსალდიმ Our Europe-ის პროდიუსერს ვატიკანში განუცხადა, ის ფაქტი, რომ კარდინალებს ახალი პაპის ასარჩევად მხოლოდ ოთხი რაუნდი დასჭირდათ, „ეკლესიის ერთიანობის აშკარა ნიშანია“. მან დასძინა, რომ „ახალი პაპი წინამორბედზე უფრო სწრაფად აირჩიეს!“

აღსანიშნავია, რომ პაპი ფრანცისკე 2013 წელს ორ დღეში აირჩიეს და კარდინალებს მის ასარჩევად ხმის მიცემის ხუთი რაუნდი დასჭირდათ.

შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს