რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV დასახელდა.

პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.

ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.

მედიის ინფორმაციით, რობერტ ფრენსის პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა და მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში. ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად 2023 წელს დანიშნა. როგორც მედია წერს, მას ეკლესიის ძირითად საკითხებზე ცოტა რამ უთქვამს, მაგრამ მისი ზოგიერთი პოზიცია ცნობილია.

მედიაში არსებული ცნობებით, ახალი პაპი ძალიან ახლოს არის ფრანცისკეს ხედვასთან, რომელიც ეხება გარემოს, სიღარიბეს და მიგრანტებისადმი მიდგომას. მედიას მოჰყავს მისი ციტატა, რომელიც მან 2024 წელს თქვა: "ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა უფლისწული, რომელიც ზის თავის სამეფოში". მან ასევე მხარი დაუჭირა რომის პაპ ფრანცისკეს პოზიციას, განქორწინებული და ხელახლა დაქორწინებული კათოლიკეებისთვის წმინდა ზიარების მიღების უფლებაზე. თუმცა, მედია აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ მოზომილი მხარდაჭერა გამოუცხადა ფრანცისკეს, რომელიც მღვდლებს აძლევდა უფლებას დაელოცათ ერთნაირსქესიანი წყვილები.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა