მაკა ბოჭორიშვილი ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არმიწვევაზე - ორმაგი სტანდარტია ყველგან - საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა

საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის ჩვენი პოზიცია - ორმაგი სტანდარტია ყველგან, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორმაგი სტანდარტების გამოსწორება მოკლე დროში არ ხდება.

„ორმაგი სტანდარტია ყველგან. ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს. ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში რომ აღშფოთდებიან. საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ეს ხელისუფლება და ეცით პატივი!“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში