ირაკლი კობახიძე - ჩემი ევროპული დამოკიდებულებაა ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი - არსაუბარი საბჭოური დამოკიდებულებაა, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი

ჩემი ევროპული დამოკიდებულებაა ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი. მათი საბჭოური დამოკიდებულებაა, რომ არ საუბრობენ, - აღნიშნულით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერებიდან თუ ვისთან სურს საუბარი.

კობახიძემ დაადასტურა, რომ მისი ვიზიტი ალბანეთში დაგეგმილია.

„ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ, მარტივი დამოკიდებულებაა, ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება. ეს არსაუბარი საბჭოური დამოკიდებულებაა, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულებაა ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი, მათი საბჭოური დამოკიდებულებაა, ყველას არ ვგულისხმობ, რომ არ საუბრობენ. არსაუბარს შეიძლება ერთადერთი ახსნა ჰქონდეს, ვიღაცას აქვს ეს უსამართლობა დაგეგმილი, ვიღაცას სურს, რომ ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ასეთი ფორმატია, დერეფნებში იმართება შეხვედრები, სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც წესი გამოყოფილი შეხვედრებისთვის, დერეფნებში იმართება შეხვედრები, ვისაც საუბრის სურვილი ექნება, მე ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს