Reuters - აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ

აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ წინადადების მომზადების ბოლო ეტაპებზე არიან.

წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს. თუმცა, უარის შემთხვევაში, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება შემოღებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სასანქციო პაკეტებზე კოორდინაცია მიმდინარეობს.

„ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. ეს შესაძლოა, მომდევნო საათებსა და დღეებში მოხდეს, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს ან 30 დღით, რაც ჯერ კიდევ განიხილება“, - განაცხადა წყარომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს