ზურაბ ცეცხლაძე - ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონები მიიღონ და რეპრესიები განახორციელონ

მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, - ამის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „ევროპის მოედანზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, თუკი, ხელისუფლება ადამიანების დაკავებებს კვლავ დაიწყებს, ისინი „უმართავ პროცესებს მიიღებენ“.

„დღეს თქვენს წინაშე, ამ ათობით ათასი ადამიანის წინაშე მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით და ჩემი სახელით გამოვდივარ, რომ არალეგიტიმურ, თვითმარქვია, გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას რამდენიმე გზავნილი გავუგზავნო. პირველი, უნდა შევახსენო, რომ ევროპა ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა რუსეთისგან უსაფრთხოებაა, მეორე, ევროპა არის სინათლე, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, კომფორტი, განვითარება. რუსეთი არის ჭაობი, სიბნელე, აქედან გამომდინარე, ქართველ ერს უკვე არჩევანი აქვს გაკეთებული და ჩვენ, ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს, ევროპის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, არ დაუშვებს ამას ქართველი ერი, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონები მიიღოს, რაც არ უნდა, რეპრესიები განახორციელოს, ამას ვერასდროს ეღირსება, რადგან ჩვენს ქვეყანას ჰყავს ათიათასობით ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, ვიცით, რომ ეს არის უსაზიზღრესი დამპალი ჭაობი, სადაც არასდროს დაბრუნდება ჩვენი ქვეყანა. მე, მიმაჩნია, რომ ერთმანეთის მიმართ სამადლობელი არაფერი გვაქვს, თუმცა, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ჩვენი პატიმრებისთვის აკეთებთ, სოლიდარობისთვის დიდი მადლობა, მაგრამ სამშობლოსთვის ერთად რომ ვდგავართ, არავისთვის სამადლობელი არ გვაქვს.

მინდა შევუთვალო ამ ხელისუფლებას, არ გაბედოს და არცერთ რუსის ჯარისკაცს ფეხი არ დაადგმევინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, უმართავ პროცესებს მიიღებენ და თავიანთ თავზე ძალიან ცუდ რამეს იწვნევენ. მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის. უგუნური გადაწყვეტილებები თუ არ შეწყდება, არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისაგან, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ, ევროპისკენ სვლას გავაგრძელებთ, ჩვენ მშვიდობის ყველა რესურსს გამოვიყენებთ, მაგრამ არ გაბედონ და აღარ მოკიდონ ხელი არავის, ციხეებში აღარ შეყარონ, თორემ ძალიან ცუდ პროცესებს მიიღებენ. არ გეგონოთ, ამას პატიმრების ოჯახების სახელით ვაკეთებდე, ჩემი, პერსონალური, ზურაბ ცეცხლაძის სახელით ვაკეთებ ამას“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის