გიგი წერეთელი კითხვაზე, პატიმრების გათავისუფლება იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყონ დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ - ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი

თუ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, არ ანგრევს საბოლოოდ ევროინტეგრაციას, არ აჩერებს ამ პროცესს სრულად, არ შორდება დასავლეთს, ამას სჭირდება დამტკიცება და დადასტურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია „მომხრჩვალი სამოქალაქო სექტორისა და პოლიტპატიმრების პირობებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება“.

„თუ ხელისუფლება ჩაატარებს არჩევნებს თავისი პირობებით, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი. არ მგონია, რომ რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია ამაზე წავიდეს. მითუმეტეს, აქ საერთოდ არ არის თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი, მაგრამ, თუ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, არ ანგრევს საბოლოოდ ევროინტეგრაციას, არ აჩერებს ამ პროცესს სრულად, არ შორდება დასავლეთს, ამას სჭირდება დამტკიცება და დადასტურება.

არ ვიცი, სადამდე მივა ეს შეჯახების სურვილი, რა ბოლო მიჯნამდე აპირებენ მისვლას. როგორ შეიძლება, მომხრჩვალი სამოქალაქო სექტორის პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარო, ისევე, როგორც პოლიტიკური პატიმრების პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, პატიმრებზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია თუ არა გახდეს მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობა, წერეთელმა განაცხადა, რომ ამას ახლა ვერავინ იტყვის.

„მე შემიძლია ვისაუბრო ჩემი პარტიის სახელით, მაგრამ მე ვერ ვისაუბრებ ოპოზიციის სახელით“, - განაცხადა წერეთელმა და დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა პატიმრების გათავისუფლება საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყონ დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“, წერეთელმა განაცხადა, რომ „ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი“.

„პატიმრების გათავისუფლება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ პროცესი უკვე რაღაც გარკვეულ კალაპოტში გადავიდეს. ჩემი პარტიისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე რომ მივიდეთ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება, ბუნებრივია, პატიმრების გათავისუფლების შემდეგ. ამის შემდეგ, ჩემი პარტიაც და სხვა პარტიაც ირწმუნებს იმას, რომ რაღაცას ცვლის ეს ხალხი.

ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება იყოს, მაგრამ ამას თავისი კონკრეტული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, ერთია პატიმრები, ამის შემდეგ სხვა რაღაცაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის