თეონა აქუბარდია - დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი კობახიძის გარეშე შედგება - ამ დღესაც გავაგრძელებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან თუ ვინმე საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება, ეს სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფებაა

ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, 26 მაისის აღლუმი ირაკლი კობახიძის გარეშე შედგება.

ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც ისიც მოწმობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ის არასდროს გასულა თანამდებობრივი ვალდებულების მიუხედავად, ისევე როგორც 26 მაისის აღლუმს წლების წინ, პირადი მიზნებისთვის განერიდა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს. შესაბამისად, კობახიძის გარეშე შედგება რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი, რადგან ეს არის საერთო, სახალხო ზეიმი და ამ დღესაც ისევე, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის“, - განაცხადა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს