„ვაიმარ+“ - საჭიროა უკრაინაში დაუყოვნებელი, სრული, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა

კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, თანაგრძნობა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთა მიმართ და სრული მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლონდონში, „ვაიმარ+“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„მივესალმეთ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუხატავს რაიმე სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. შევუერთდით უკრაინას დაუყოვნებლივ, სრული, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებაში, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება მდგრადი, თუ ის დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის გაეროს ქარტიაზე და უკრაინას შეეძლება შეაკავოს რუსეთის ნებისმიერი მომავალი თავდასხმა და თავი დაიცვას მისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორ გააძლიერებენ ევროპულ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე თავდაცვის პროცესში.

„უკრაინა დარწმუნებული უნდა იყოს თავის შესაძლებლობებში, რომ ჩვენი მხარდაჭერით წარმატებით გააგრძელოს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. შევთანხმდით, რომ უკრაინასთან ვითანამშრომლებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შევსების და სამრეწველო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების ინიციატივებზე. ვალდებულები ვართ, უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები მივცეთ. ეს მოიცავს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების კოალიციის შექმნის შესწავლას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მშვიდობისადმი ნდობის შექმნას და მხარს დაუჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, რუსეთის ომის წარმოების უნარის შესამცირებლად ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით, რომ მივიღოთ ამბიციური ზომები რუსეთის ომის წარმოების უნარის შესამცირებლად კრემლის შემოსავლების შეზღუდვით, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ჩამოშლით, ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებით და რუსული ენერგო რესურსების დარჩენილი იმპორტის შემცირებით. შევინარჩუნებთ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ჩვენს იურისდიქციებში მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და არ გადაიხდის მიყენებულ ზარალს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან