სტივ უიტკოფი - იმედი მაქვს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შედგება

იმედი მაქვს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შედგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს სრულიად შესაძლებელია. თუ აშშ ამ კონფლიქტიდან გავა და მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს ყველასთვის ცუდი იქნება. ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად სურთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება. ჩვენი ამოცანაა ისინი ერთ ოთახში მოვათავსოთ და მათ ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტისგან განსხვავებული ალტერნატივები ყველასთვის ცუდია. ჩვენი საქმე ეს არის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სულელური ომია, რომელიც არ მოხდებოდა არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და ის პრეზიდენტი ყოფილიყო. კონფლიქტის მოგვარება პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში მთავარ საკითხებს უკრაინის ტერიტორიების შესახებ დეტალები, ატომური ელექტროსადგური და მდინარე დნეპრზე წვდომა წარმოადგენს.

„ვფიქრობ, აქ მთავარი საკითხები რეგიონებია, ატომური ელექტროსადგური და ის, თუ როგორ მოახერხებენ უკრაინელები მდინარე დნეპრით სარგებლობას ოკეანეში გასასვლელად. აქ არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც, ვფიქრობ, რთული არ იქნება, თუ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნებთ და ისინი ერთმანეთთან ისაუბრებენ. ძირითადი სადავო საკითხები ხუთ რეგიონს ეხება. რუსეთს ორ რეგიონზე აბსოლუტური კონტროლი აქვს. დანარჩენ სამ რეგიონზე კი უკრაინელებს გარკვეული კონტროლი აქვთ. ასე რომ, საქმე ეხება იმას, თუ როგორ შევაფასებთ სიტუაციას. არსებობს განსხვავება ფრონტის ხაზს, ჯარისკაცების განლაგებასა და ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის. ჩვენ ორივე მხარესთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ პრობლემის ნაწილს ის წარმოადგენს, რომ ჩვენ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ვერ შევძელით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

უიტკოფის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს „ულტიმატური წაუყენა და იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პროგრესს ვერ მიაღწევენ, მაშინ აშშ კონფლიქტიდან გავა“.

„პრეზიდენტმა ორივე მხარეს ულტიმატუმი წაუყენა, თუ პირდაპირი მოლაპარაკებები არ შედგება, მაშინ აშშ კონფლიქტიდან გავა და მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ მის დასასრულებლად დახმარება გვსურს“, - განაცხადა უიტკოფმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო