გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე - რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ხუთშაბათი მნიშვნელოვანი თარიღია უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების თვალსაზრისით, - ინფორმაციას Tagesschau-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვადეფულმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლისკენ მოუწოდა.

„რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, რუსეთი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, თუ ის სერიოზულად არის დაინტერესებული მშვიდობით“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იოჰან ვადეფული რუსეთს შედეგებით ემუქრება, თუ ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას არ მიიღებს.

„ამ შემთხვევაში შედეგებიც იქნება. ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის მიერ ამ ომის გაგრძელებას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს