ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად: „ტრამპმა „MEGOBARI აქტს“ რომც მოაწეროს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ დამარცხდა დიფ სთეითთან“

ირაკლი კობახიძის წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ღია წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მისწერა, აბსოლუტური უსუსურობა იკითხებოდა.

“ამ წერილის დაწერა რამ განაპირობა, თვითონ წერილის დასაწყისში ვკითხულობთ - რატომ “დაგვსინეო” - ეს ნახევრად ხუმრობით. წერილის დასაწყისში აღიარებს მისი რეალური ავტორი, რომ, როგორ ჩანს, მანამდე დახურული კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდათ და, პრინციპში, ამ წერილის გარეშეც ვიცოდით ყველამ და დარჩნენ რა უკმაყოფილონი იმით, რომ ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი, ანუ, როგორც ჩანს, კომუნიკაცია ვერ დაამყარეს თეთრ სახლთან, იფიქრეს, რომ საჯაროდ გაეკეთებინათ მიმართვა.

ეს წერილი სხვადასხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, ზოგს შეიძლება გაგვეცინოს, ზოგს - პირიქით, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს წერილი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთლიანად არის აბსოლუტური უსუსურობა, აბსოლუტური უსუსურობის გამოვლინება და ყველაზე ცუდი, რაც იკითხება და რაც არის მთავარი, ეს წერილი იქნება თუ ნებისმიერი მსგავსი ქცევა “ქართული ოცნების” მხრიდან, არის ის, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელით.

სინამდვილეში, “ქართულ ოცნებას” ეს ნარატივი სჭირდება იმისთვის, რათა საკუთარ ამომრჩეველს მოატყუოს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაელაგებინა. ეს წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, კობახიძის წერილი არის პასუხი “MEGOBARI აქტზე”, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისთვის არის გათვლილი. ბუჩუკურის განმარტებით, თუ ტრამპი “MEGOBARI აქტს” ხელს მოაწერს, “ქართული ოცნება” იტყვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი “დიფ სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა.

“ქართულ ოცნებას” ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად, რომ ტრამპმა რომც მოაწეროს აქტს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ ტრამპი დამარცხდა “დიფ სთეითთან” - ეს იქნება მათი გამართლება.

ჩვენ რაც არ უნდა გვეღიმებოდეს “ოცნების” არაადეკვატურობაზე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება იზოლირებული, მტერთან მარტო და მეგობრებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ, ეძახიან მტერს.

ჯერჯერობით ასე ჩანს, ისინი (“ქართული ოცნების” წარმომადგენლები) ფიქრობენ, რომ აქვთ იმის რესურსი, რომ უკან არ დაიხიონ, ყოველ შემთხვევაში, ამ განცდის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მყარი უმრავლესობა არის დასავლური სამყაროს წევრობის მომხრე, მათ შორის, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მე არ მჯერა და წარმოუდგენელი მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის იზოლირების მიზანს მიაღწიონ”, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის