ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში ოპერაციას სრული ძალით უახლოეს დღეებში გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ოპერაციებს სრული ძალით უახლოეს დღეებში განაახლებენ, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ოპერაციის დასრულება ნიშნავს „ჰამასის“ დამარცხებას. ეს ნიშნავს ჰამასის განადგურებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის შეჩერება „არავითარი გზით“ არ შეიძლება, მაშინაც კი, თუ კიდევ მეტი მძევლის გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწევენ.

„ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დროებითი იქნება. თუ „ჰამასი“ მეტ მძევალს გაათავისუფლებს, ჩვენ მათ ავიყვანთ და შემდეგ შევალთ. თუმცა, ომს ვერანაირად ვერ შევაჩერებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026