რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს - დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინას წუხელ „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 80 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, 42 დრონი-იმიტატორი ლოკალურად, უარყოფითი შედეგების გარეშე, დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა როვნოს, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს არტილერიითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 მრავალსართულიანი შენობა, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, საცურაო აუზი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

ამასთან, დღეს დილით, რუსების მიერ როვნოს ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქში რუსეთის დრონის თავდასხმის ქვეშ სატვირთო მანქანა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა