ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი - ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე - ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს

ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე, - ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა ნიკოლოზ ხურცილავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე ჩვენებას აძლევს.

პოლიციელმა ისაუბრა, თუ სად იმყოფებოდა ის 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს. როგორც ხურცილავამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე ნივთს, მათ შორის, სილიან ბოთლებს, ქვებს ისროდნენ, თუმცა, არ შეუძლია თქვას, თუ ვინ მიაყენა დაზიანება.

„თავიდან წყნარი აქცია იყო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მერე აგრესიული ქმედებები დაიწყო, თავიდან ლანძღვა-გინება, უწმაწური სიტყვების გამოყენება იყო, მერე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, ეს იყო ათობით ადამიანი, პოლიციელების მისამართით ქვებს, კვერცხებს, ბოთლებს ისროდნენ, ჩვენ რუსთაველის და ჭიჭინაძის კვეთაზე ვიდექით.

ქვა მომხდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, 4 - გარედან და 2- შიგნიდან, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე.

ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ფიზიკურად ვერ დავინახავდით, ნივთებს ისროდნენ და თავს ვიცავდით, რომ თავის არეში არ მოგვხვედროდა...

ამბობდნენ, „ძირს რუსეთის პოლიცია და ვესროლოთ სხვადასხვა ნივთიო“,- განაცხადა ხურცილავამ.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელა, რომ როგორც პოლიციელს, საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა და წესრიგი დამემყარებინა, პოლიციელმა უპასუხა, რომ "ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა".

"მისვლიდან მალევე დამაზიანეს, ფიზიკურად რამე მოქმედებას ვერ განვახორციელებდი, გვესროდნენ და ახლოსაც ვერ მივეკარებოდი რომელიმე მოქალაქეს. აქეთ პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი",- განაცხადა ხურცილავამ.

ადვოკატ დავით ჭიკაიძის კითხვაზე, ხომ არ იცის, აქციის მონაწილეები რატომ გახდნენ აგრესიულები, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ვერ გეტყვით, იქ ბევრი ადამიანი იყო და ყველას თავისი აზრი ჰქონდა",- განაცხადა ხურცილავამ.

ჭიკაიძის კითხვაზე, პირველად ხედავს თუ არა ის ზვიად ცეცხლაძეს, პოლიციელმა უპასუხა, რომ "კი, პირველად ხედავს".

"არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა",- განაცხადა ხურცილავამ.

მოწმე პოლიციელს კითხვით მიმართეს ბრალდებულებმაც.

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საუბარი "ტვ პირველის" ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსამართლემ ბრალდებულს მოუწოდა, საქმის გარშემო დაესვა კითხვები.

"სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მარიამ მაკასარაშვილს. თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, თუ რატომ გამოვიდნენ აქციის მონაწილეები და აგრესიულად რატომ იქცეოდნენ?" - მიმართა მან ხურცილავას კითხვით, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ თუ "რატომ გამოვიდნენ იცის, თუმცა, ისინი აგრესიულად რატომ იქცეოდნენ, არა".

მას კვლავ მიმართა ბრალდებულმა კითხვით, რომ მისი ან მისი თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით ძალადობა, ან შეურაცხმყოფელი ქმედებები განხორციელდა თუ არა, ხურცილავამ უარყოფითი პასუხი გასცა. "რა თქმა უნდა, არა. არც ჩემი და არც ჩემი თანამშრომლების მხრიდან სანამ იქ ვიყავი, მსგავსი ქმედება არ ყოფილა... ზოგადად, ყველანაირ ძალადობას ვგმობ",- განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია