საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ გამანადგურებელი სანქციების დასაწესებლად უნდა მოემზადონ - ეს რუსეთისთვის ყელში წაჭერის საშუალებაა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 15 მაისს თურქეთში ამერიკელ სენატორს, ლინდსი გრეჰემს შეხვდება, რომელმაც უაღრესად ძლიერი სანქციების პაკეტი შეიმუშავა, მათ შორის 500%-იანი ტარიფები რუსული ნავთობის იმპორტზე და 500%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს განაგრძობენ, - ამის შესახებ გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უნდა მოემზადონ გამანადგურებელი სანქციების დასაწესებლად, რათა რუსეთი აიძულონ, უკრაინაში ომი დაასრულოს.

„რუსეთმა იპოვა გზები, რათა გვერდი აუაროს ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ბლოკადას და ამგვარად, ონკანის გადაკეტვა რუსეთის ყელში წაჭერის საშუალებაა“, - აღნიშნა მან.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და დასავლეთი კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს.

„ჩვენ უფრო შორს წასვლა მოგვიწევს, რადგან ამ მასშტაბურმა სანქციებმა ჯერ ვერ გადააფიქრებინა ვლადიმერ პუტინს, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის გაგრძელებაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აუცილებელია ახალ ზომებზე მუშაობა, „რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის ერთხელ და სამუდამოდ დახრჩობა“.

„ვიმედოვნებ, რომ ევროპა, თავის მხრივ, შეძლებს ნახშირწყალბადებზე სანქციების დაწესებას“, - დასძინა მინისტრმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა