რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონია განლაგებული - აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველები გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე კორდონი გააკეთა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე 168 დღეა იკრიბებიან.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს