ვალერი ჩეჩელაშვილი - ზურაბ პოლოლიკაშვილს დიდი შანსი ჰქონდა, მესამედ გამხდარიყო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და გადაწყვიტეს მისი მოშორება - კობახიძემ კონკრეტული თხოვნა საამიროებიდან მიიღო

თუ წერილის დამწერს ამოძრავებდა მიზანი, რომ ტრამპს ხელი მოეწერა ამ კანონისთვის, მან ამ მიზანს წარმატებით მიაღწია, ამას კიდევ უფრო დაეხმარა ის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დე ვენსისთვის გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, წერილი კიდევ უფრო გაამწვავებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, რასაც კიდევ უფრო დაეხმარება პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია.

„თავდაპირველად წავიკითხე წერილის ქართული ვერსია, თვალებს ვერ დავუჯერე. შემდეგ წავიკითხე ინგლისური ვერსია, ნეტავ, საერთოდ არ წამეკითხა. ასეთ წერილებს აქვს თავისი სტანდარტები. ეს წერილი არც ფორმით, არც სტრუქტურით, არც ლექსიკით და არც მოცულობით ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. წერილი არ არის დიპლომატის მიერ დაწერილი, რადგან დიპლომატებმა იციან რა ენით უნდა დაწერონ წერილი. ტონალობა არის წარმოუდგენელი. თუ ამ წერილის დამწერს ამოძრავებდა ის მიზანი, რომ ტრამპს ხელი მოეწერა ამ კანონისთვის, მან ამ მიზანს წარმატებით მიაღწია, ამას კიდევ უფრო დაეხმარა ის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო. ეს მხოლოდ გაამწვავებს და გაახისტებს ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ. რეზოლუცია 11-გვერდიანია, მოცულობით უფრო დიდია, ვიდრე "მეგობარი აქტი“", - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, ჩეჩელაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ეს არის კონკრეტული თხოვნა, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული საამიროებიდან მიიღო.

ირაკლი კობახიძემ თავისი პირით თქვა, რომ ჩვენ დიპლომატებს არაფერი ესაქმებათ საზღვარგარეთო, აქედან ჩანს, რომ ის ამ სამსახურს პატივს არ სცემს, მის მნიშვნელობას ვერ ხედავს, შესაბამისად კადრების ეფექტურად გამოყენება მისთვის უცხოა.

ეს არის კონკრეტული თხოვნა, რომელიც კობახიძემ მიიღო გაერთიანებული საამიროებიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ზურაბს დიდი შანსი ჰქონდა, რომ მესამედ გამხდარიყო მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივანი და გადაწყვიტეს მისი მოშორება“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე