მედია - რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება.

შეგახსენებთ, კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.

რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

ასევე, გუშინ CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება და ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს