მარგუს ცაჰკნა - ფაქტი, რომ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვიდა, აჩვენებს, რომ სერიოზულად არ აღიქვამს ამ შესაძლებლობას მშვიდობის მოსაძებნად - ეს ყველა ჩვენგანისთვის სახეში დარტყმას ჰგავს

ის ფაქტი, რომ პუტინი არ ჩამოვიდა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, აჩვენებს, რომ პუტინი სერიოზულად არ აღიქვამს ამ შესაძლებლობას მშვიდობის მოსაძებნად და ხელახალი მოლაპარაკებების დასაწყებად,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი უკრაინისა და ნატო-ს წევრებისთვის სახეში გარტყმას ჰგავს და კარგად აჩვენებს, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს.

„ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სახეში დარტყმას ჰგავს. პუტინი ამ შესაძლებლობას ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ესტონეთის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს სასაზღვრო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ სამხედრო ძალებით მონაწილეობას მივიღებთ ნებაყოფლობით კოალიციაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა და ესტონეთი მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

„დღეს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამიტომ, ესტონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მომავალი წლიდან ჩვენი რეალური თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5.4%-მდე გაზარდოს“, - განაცხადა ცაჰკნამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო