დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ერთი გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ, რათა სამართლიან, ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას მივაღწიოთ“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

მისი თქმით, „მშვიდობის მისაღწევად თავისი მზადყოფნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა იმით, რომ ის დღეს თურქეთში იქნება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ყურადღებით ვაკვირდებით და მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ რუსულ მხარეს დაბალი რანგის პირები წარმოადგენენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, კრემლმა თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.

რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალუზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია