ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია