ირაკლი კობახიძე - გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“

თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო. თუმცა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის ღია წერილზე განაცხადა, რითაც მან აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მის წერილში ძირითადი გზავნილები გაახმოვანა.

„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ. ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, მათ შორის გვქონდა კომუნიკაცია, ასევე მანამდე საჯარო განცხადებები მქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად, ძირითადად, იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალური ომის პარტია და „დიფ-სთეითი“ შინაარსით ერთი და იგივეა, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის ტერმინოლოგიას იმეორებს“.

„დიფ-სთეითზე“ საუბარი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ გლობალურ ომის პარტიაზე ვსაუბრობდით. რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ, იმას უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ-სთეითს“, ერთი და იგივეა შინაარსით, დავამთხვიეთ.

ჩვენ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის ტერმინოლოგიას ვიმეორებთ, შესაბამისად ვინ არის „დიფ-სთეითი“ ჩვენი თუ არ გჯერათ, ტრამპის ადმინისტრაციას შეგიძლიათ კითხოთ.

„დიფ-სთეითს“ სახელი და გვარი როგორ ექნება, ბევრია გაერთიანებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან