მარკ რუტე - მოკავშირეთა უმეტესობა ახლა მზადაა, წელსვე მიაღწიოს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის საწყის მიზანს - ბევრმა უკვე გამოაცხადა გეგმები, რომ ბევრად უფრო შორს წავლენ, რადგან ცხადია, რომ 2% საკმარისი არ არის

მოკავშირეთა უმეტესობა ახლა მზადაა, წელსვე მიაღწიოს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის საწყის მიზანს - ბევრმა უკვე გამოაცხადა გეგმები, რომ ბევრად უფრო შორს წავლენ, რადგან ცხადია, რომ 2% საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წევრები იაზრებენ, რომ აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, რადგან მას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიდამს და თურქეთის ხელისუფლებას ანტალიაში მათი შესანიშნავი სტუმართმოყვარეობისთვის. ამ შეხვედრამ საშუალება მოგვცა, ჩავუღრმავდეთ ზოგიერთ ძირითად საკითხს, რომელთა განხილვაც ჰააგაში, სულ რაღაც ექვსი კვირის შემდეგ, ჩვენს სამიტზე მოგვიწევს.

ჩვენი მთავარი ყურადღება თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. ეს სამიტის მთავარი მიღწევაა და ალიანსისთვის მომავალ წლებში მნიშვნელოვანი სფერო იქნება. თავდაცვის ხარჯების გაზრდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა რუტემ.

ამასთან, მარკ რუტეს თქმით, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის სასწრაფო ძალისხმევის მიმართ, რათა ომი რაც შეიძლება მალე სამართლიანად დასრულდეს. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა კვლავ მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს ყველაფერი, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდაა, თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გაძლიერება და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება ხელს შეუწყობს სტაბილურობის შენარჩუნებას ჩვენს ევროატლანტიკურ რეგიონში“, - განაცხადა რუტემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო