გიორგი ვაშაძე - ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა, მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი

ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი - ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“, კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით, ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი.

„ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი.

ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლების, უსაფრთხოების და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეუფასებელია.

ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“ – კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით – ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას.

ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტის“ მიღება. „მეგობარი აქტი” მიჯნავს ივანიშვილს და საქართველოს.

„მეგობარი აქტი“ ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – დახმარება და თანადგომა ქართველ ხალხს!

ამერიკა ჩვენი მეგობარია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არამედ:

იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს;

აძლიერებს ქართულ ჯარს;

ხელს უწყობს განათლების და ეკონომიკის განვითარებას;

საერთაშორისო გავლენებით გვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

ეს ურთიერთობა გვეხმარება, ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის გავლენის ზონაში დაუცველად დარჩენილი, ქაოსში ჩაძირული ერი.

ეს პარტნიორობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფალი და ღირსეული მომავალი.

ეს მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და მას ვერ გადაფარავს ვერც ერთი კლოუნის ცინიზმი და პროვოკაცია.

ჩვენი მტრების მიზანია – საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი.

ამ დროს ამერიკა, “მეგობარი აქტით”, კიდევ ერთხელ გვეუბნება: „თქვენ მარტო არ ხართ.“

ჩვენ კი ვპასუხობთ: „ჩვენ ვიცით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მტერი!“

ჩვენი არჩევანია დაცული საქართველო ძლიერ ამერიკასთან და ძლიერ ევროპასთან ერთად!

ჩვენ გავიმარჯვებთ!” -აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია