როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობაიძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი პასუხით დაამტკიცა, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, კობახიძის თქმით, მთავრობის მხრიდან ღალატი იქნებოდა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის არგამოწვევა.
„რაც შეეხება ელჩებს, მე ვერ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას, საუბარია, საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს.
რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას, ვიღაცებს აქვთ ამის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არაფერ კავშირში არ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან, თუ რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე.
ეს კაცი წლის ბოლომდე არის გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად... პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას.
მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ კი 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული [პირი]. მოგწონთ ის ტერმინოლოგია, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი [იყენებს]? როგორ შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს? ამით ხომ დაამტკიცა მან, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა. ეს იქნებოდა ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"