ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება არასერიოზულია

უკრაინა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გააგზავნის. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის “არასერიოზულ დამოკიდებულებაზე” მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რუსეთში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.

“ამის მიუხედავად, რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე - და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით - გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ".

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს