თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - არ არის გამორიცხული, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს

არ არის გამორიცხული, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ონჯუ კეჩელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, ონჯუ კეჩელიმ უპასუხა: „შესაძლოა, ამას ველოდოთ“.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს სტამბოლში დაგეგმილია რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები და ასევე მოლაპარაკებები აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს