უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშის მოგერიების დროს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პილოტმა, საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა.

„პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ზონიდან მოშორებით მიმართა და წარმატებით კატაპულტირდა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

„ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს