მარკო რუბიო - ნატო-ს წევრები ივნისის სამიტამდე შეთანხმდებიან, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, 2025 წლის ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის ეკვივალენტის დახარჯვის მიზანზე შეთანხმდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ექვს კვირაში სამიტისკენ მივდივართ, სადაც ნატო-ს თითქმის ყველა წევრი 2%-ზე ან მეტზე იქნება, მაგრამ რაც მთავარია, ბევრი მათგანის მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება და ყველა შეთანხმდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 5%-ის მიღწევის მიზანზე“, - განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას თავდაცვის ალიანსის წევრების მიმართ, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზარდონ.

ნატო-ს 2025 წლის სამიტი ნიდერლანდებში 24-25 ივნისს გაიმართება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს