ირაკლი კობახიძე ევროპული გაერთიანების სამიტზე - მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის - ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება

მნიშვნელოვანი სამიტია - მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ალბანეთში დაგეგმილ ევროპული გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამ ფორმატს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან სასაუბროდ გამოიყენებს.

„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს. მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ყველა თემაზე გვექნება საუბარი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა