ანდრეი ერმაკი - აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პოზიციები შევათანხმეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მრჩევლებთან სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, პოზიციები შეათანხმეს.

ერმაკის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთა ერთად შეხვედრა გამართა უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელთან, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველთან დიპლომატიურ საკითხებში, ემანუელ ბონთან და გერმანიის კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ზაუტერთან.

„შევათანხმეთ პოზიციები სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ. უკრაინა მზადაა მშვიდობისა და ხანგრძლივი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე“, - აცხადებს ერმაკი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს