ირაკლი კობახიძე  - იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არსებითად შეიცვლებოდა ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური, ღირებულებითი თანხვედრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა