ზვიად ძიძიგური - რა იცის კობახიძემ? დღეს ვიყავით პარტიის ოფისში შეკრებილი, ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის, ამ თემებზეც და არანაირი თვის ბოლოს გამოცხადება იმის, რომ ჩვენ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას თუ არ მივიღებთ, არ იქნება და არ იგეგმება

რა იცის კობახიძემ? დღეს ვიყავით პარტიის ოფისში შეკრებილი, ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის, ამ თემებზეც ვისაუბრეთ და არანაირი თვის ბოლოს გამოცხადება იმის, ჩვენ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას თუ არ მივიღებთ, არ იქნება და არ იგეგმება, - ასე უპასუხა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარია თვის ბოლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს.

ამასთან, ძიძიგურმა განმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან კავშირი არ აქვს

„მე გეტყვით ჩვენი პარტიის პოზიცია რაც არის - ჩვენი პარტიის პოზიცია არის ასეთი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბერკეტი. ეს ბერკეტი უნდა გამოიყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა თუ არ უნდა გამოიყენონ, ამას აქვს ძალიან ბევრი პლუსიც და აქვს ძალიან ბევრი მინუსიც.

ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი ქართულ საჯარო სივრცეში, ლაპარაკი იმაზე, რომ რა პლუსები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და რა მინუსები, ასეთი დისკუსია გაშლილი არ არის. ძირითადად არის ხოლმე ბულინგი - თუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, იღებს თუ არა მონაწილეობას ან, დავუშვათ, არ დააფიქსირებს ბოიკოტის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში მიდის ბულინგი ამ პარტიების და გაშლილი და ღია საუბარი, მშვიდი საუბარი ძარღვების დაჭიმვის გარეშე, ერთმანეთის დამუნათებისა და შეურაცხყოფის გარეშე არ მიმდინარეობს, რაც მიმაჩნია, რომ არანორმალური მოვლენაა.

ეს არჩევნებიც ისეთივე ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაც არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ამ არჩევნების ჩატარებას ამ დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თბილისში 250 ათასი ამომრჩეველი იგებს თბილისის მერის არჩევნებს. საპროტესტო აქციებზე მოსულა 300 ათასზე მეტი ადამიანი. თუ მოხერხდება დარწმუნება ამომრჩევლის, რომ თბილისსა და დიდ ქალაქებში მისვლის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს წავართმევთ ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ასეთ შემთხვევაში მონაწილეობის საკითხი ძალიან ბუნდოვანი და სათუო ხდება“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს