ხატია დეკანოიძე - რატომ გამოაქვს ირაკლი კობახიძეს მნიშვნელოვან საკითხად, რომ მაკრონს დაელაპარაკა, რომელსაც მისი სახელისუფლებო არხები კოკაინის მომხმარებლად იხსენიებდნენ - რატომ ჩადის ასეთ შეხვედრებზე, თუ საქართველოს ევროკავშირის ლიდერები ღუპავენ?

რატომ გამოაქვს ირაკლი კობახიძეს მნიშვნელოვან საკითხად, რომ მაკრონს დაელაპარაკა, რომელსაც მისი სახელისუფლებო არხები კოკაინის მომხმარებლად იხსენიებდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, დასავლეთთან ურთიერთობაში, არცერთ ეტაპზე არაფერი შეიცვლება, თუ „ქართული ოცნება“ პრორუსული, ანტიდასავლური და ანტიამერიკული დარჩება.

„ჩემი კოლეგებისგან და ჩემი მრავალწლიანი მეგობრებისგან შემიძლია ასეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ არავითარი გადახედვა „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაში, თუ ის დარჩება პრორუსული, მათ შორის, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიმართულ პლატფორმაზე, არ იგეგმება და არ დაიგეგმება. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შესახებ განხილვა დაგეგმილია და ეს შეიძლება იყოს ივნისში, შეიძლება იყოს შემოდგომაზე, მათ შორის, სანქციების თემაც არ ჩამოსულა დღის წესრიგიდან. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, რა იყო უშუალოდ ამ წუთას გადალაპარაკება, მაგრამ, თავისთავად, სასაცილოა კობახიძე, რომელიც „დიფ სთეითზე“ ლაპარაკობს და ევროკავშირის ყველა ლიდერს „დიფ სთეითთან“ თანამშრომლობაში ამხელს, რატომ დგება ფეხზე „დიფ სთეითთან“ ან რატომ ელაპარაკება საერთოდ ან რატომ გამოაქვს მნიშვნელოვან საკითხად, რომ მაკრონს დაელაპარაკა, რომელსაც მისი სახელისუფლებო არხები კოკაინის მომხმარებლად იხსენიებდნენ. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ელისეის სასახლეს აქვს, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პროპაგანდისტული, სამთავრობო არხები ასეთ რუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაკრონსაც აქვს. იმდენად არეულები არიან საკუთარ პროპაგანდაშიც კი, რომ ამბობენ, მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა, მაგრამ ამ დროს ყველაფერს აკეთებენ ანტიდასავლური გზავნილებისთვის და ანტიდასავლური ქმედებებისთვის. ან საერთოდ, რატომ ჩადის ასეთ შეხვედრებზე, თუ საქართველოს ევროკავშირის ლიდერები ღუპავენ.

კიდევ ერთხელ ამხილა საკუთარმა გადაჭარბებულმა „სიცანცარემ“ კობახიძე იმ პროპაგანდისტულ მახეში, რომელშიც თვითონვე ეხვევიან.

შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ არაფერი არ შეიცვლება დასავლეთთან ურთიერთობაში საერთოდ, არცერთ ეტაპზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა