რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტის 170-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

მოგვიანებით აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა