ირაკლი კობახიძე - უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ გაიზიარონ ფასეულობები და მომავალ წელს ისინიც იყვნენ ამ მსვლელობის მონაწილეები

უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი თქმით, ტრადიციული ფასეულობებისთვის ბრძოლა გრძელდება და „ეს ბრძოლა არ არის იოლი“.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა ყველას მივულოცო, ვინც მსვლელობას შეუერთდა. ასევე, მრავალი ადამიანი იყო, ვინც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას.

ასევე, უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მათ მინდა ვუსურვო, ასევე, ჩვენს თავს ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე. ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლონ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. მინდა დღეს, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა