მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი და 19 დაშავდა

ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრი, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა. ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა